მიუხედავად იმისა, თქვენი მოგზაურობა დნმ-ით იწყება თუ ოჯახის ისტორიით, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველა თავს გრძნობდეს სასურველ სტუმრად. იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს საინტერესო, უსაფრთხო და ყველასთვის შესაფერისი, შემდეგი წესები განმარტავენ, თუ რა არის დაშვებული და რა არის აკრძალული Ancestry-ზე. თუ შეხვდებით ისეთ რამეს, რაც არღვევს წინამდებარე წესებს, გთხოვთშეგვატყობინოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ თქვენს უკუკავშირს, რაც ეხმარება Ancestry-ის, რომ შექმნას ყველასთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
ვებგვერდზე წვდომა და უსაფრთხოება
თქვენი Ancestry-ის ანგარიშის ან Ancestry-ის ნებისმიერი სერვისების გამოყენებისას თქვენ:
- უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი კანონი.
- უნდა გქონდეთ თქვენი საკუთარი Ancestry-ის ანგარიში და შეარჩიოთ მომხმარებლის უნიკალური სახელი და პაროლი.
- არ უნდა გაუზიაროთ თქვენი Ancestry-ის ანგარიშის პაროლი ვინმე სხვას.
- არ უნდა დართოთ ნება 13 წლამდე ასაკის ბავშვს, რომ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ან დაპოსტოს მასალა თქვენი Ancestry-ის ანგარიშის მეშვეობით.
- უნდა მიუთითოთ სწორი და სრული საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის მოქმედი ელფოსტის მისამართი.
- არ უნდა აირჩიოთ მომხმარებლის ისეთი სახელი, რომელიც არის სიძულვილის შემცველი, უხამსი ან სხვაგვარად შეუსაბამო, როგორც ეს განსაზღვრულია Ancestry-ის მიერ, თავისი შეხედულებისამებრ.
- არასოდეს მოახდინოთ თქვენი ვინაობის არასწორად წარდგენა არც Ancestry-თვის და არც სხვა მომხმარებლებისთვის.
- არ უნდა შეუშალოთ ან შეეცადოთ ხელი შეუშალოთ სერვისებს, მათ შორის რაიმე პროგრამული უზრუნველყოფის, ვირუსის ან რუტინის გამოყენებით Ancestry-ის რაიმე მასალის ან ვებგვერდების დაბლოკვის, დაფარვის, შეცვლის, ან სხვა პირის პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის ან სატელესაკომუნიკაციო აღჭურვილობის განადგურების მიზნით.
საზოგადოების უსაფრთხოება
თქვენი Ancestry-ის ანგარიშის ან Ancestry-ის ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას, თქვენ არ შეგიძლიათ:
- გამოაქვეყნოთ ან გააზიაროთ ნებისმიერი მასალა, რომელიც არის უკანონო, მუქარის შემცველი, დამაზიანებელი, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად არასასურველი, მათ შორის მასალა ან კომუნიკაცია, რომლებიც არის დამამცირებელი, ცილისმწამებლური, ვულგარული, სიძულვილის შემცველი, თაღლითური, უხამსი, პორნოგრაფიული, სექსუალური ხასიათის, სექსისტური, რასისტული ან სხვისი კონფიდენციალობის დამარღვეველი.
- აედევნოთ, შეავიწროვოთ, დაემუქროთ ან სიტყვიერად თავს დაესხათ ნებისმიერ მომხმარებელს ან Ancestry-ის თანამშრომელს, ან ბოროტად გამოიყენოთ Ancestry-ის რესურსები, როგორიცაა Ancestry-ის თანამშრომლის დროის ბოროტად გამოყენება.
- გამოაქვეყნოთ ნებისმიერი ინფორმაცია ან კომუნიკაცია, რომელიც იცით, რომ არის ყალბი ან შეცდომაში შემყვანი, მათ შორის თავის ნებისმიერ სხვა პიროვნებად გასაღება, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან (მათ შორის Ancestry-თან) თქვენი კავშირის არასწორად წარმოდგენა, ცრუ განცხადებები მხარდაჭერის შესახებ, რომელიც თქვენ არ გაქვთ, ან შეცდომაში შემყვანი განცხადება, რომ თქვენ ხართ Ancestry-ის ან მისი კომპანიების ჯგუფის თანამშრომელი ან წარმომადგენელი.
- განათავსოთ ან გააზიაროთ ნებისმიერი პიროვნების პირადი, საკუთრების ან კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი მასალა, როგორიცაა ცოცხალი პირების ფოტოები, სენსიტიური ფინანსური ინფორმაცია, ან პირის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ელფოსტის მისამართი მათი ნებართვის გარეშე. არასრულწლოვანთა შემთხვევაში, დაგჭირდებათ მათი მშობლის ან მეურვის თანხმობა.
ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა
თქვენი Ancestry-ის ანგარიშისა და Ancestry-ის სერვისების გამოყენებისას თქვენ არ უნდა:
- განათავსოთ ან გააზიაროთ მასალა, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით ან სავაჭრო ნიშნით, ან რომელიც არ გეკუთვნით თქვენ, სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული სურათებისა და ისტორიული დოკუმენტების ჩათვლით, თუ თქვენ არ გაქვთ საავტორო უფლებების ან სასაქონლო ნიშნის მფლობელისგან მიღებული აშკარა ნებართვა ამ კონტენტზე. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი საავტორო უფლებების პოლიტიკა.
- განახორციელოთ რეპროდუქცია, უკუინჟინერია ან გაყიდოთ Ancestry-ის სერვისების ნებისმიერი ნაწილი (მათ შორის AncestryDNA-ის ტესტის ნაკრები) ან Ancestry-ის მასალა, ან სისტემატურად ჩამოტვირთოთ მონაცემები Ancestry-ის მონაცემთა ბაზებიდან, რათა შექმნათ ან შეავსოთ სხვა მონაცემთა ბაზა ნებისმიერი სხვა მიზნით.
- გამოიყენოთ „აპზე გადამყვანი ბმული” ან ჩარჩო ბმული, ჩაშენებული ბმული ან ან Ancestry-ის ნებისმიერი სერვისის რომელიმე ნაწილის სარკე საიტი Ancestry-ის წერილობითი ნებართვის გარეშე.
სპამი დაუშვებელია
თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Ancestry-ის ანგარიში ან Ancestry-ის სერვისები (ან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია სერვისების მეშვეობით) ნებისმიერი რეკლამის, სარეკლამო მასალის, უსარგებლო ფოსტის, სპამის, სპამი-წერილების ან რაიმე სხვა სახის მოწოდების გამოსაქვეყნებლად ან ხელმისაწვდომად გახდისთვის.
საფლავის ძიება
“საფლავის ძიების” გამოყენებისას, გაითვალისწინეთ ეს დამატებითი წესები:
- ბოროტად ნუ გამოიყენებთ ინსტრუმენტებს შესწორებების ან დამატებების შესატანად ან “საფლავის ძიების” სხვა წევრებისთვის შეტყობინებების გასაგზავნად იმ მოგონებებზე შესახებ, რომლებსაც ისინი აქვეყნებენ.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკრძალლვის ცერემონიების, სასაფლაოების და გარდაცვლილთა მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მკვიდრი საზოგადოების ნაწილი ცდილობს პატივი მიაგოს და ხაზი გაუსვას მათ საფლავებს, ხოლო სხვებს არ სურთ, რომ მათი საფლავები იყოს მოძიებული, ფოტოები გადაღებული ან საჯაროდ გამოქვეყნებული. არ განათავსოთ, გადასცეთ ან აჩვენოთ მასალა, რომელიც აღებულია ან ეხება ფედერალურად ან/და შტატის მიერ აღიარებულ მკვიდრი ამერიკელების მიწებს ან/და წევრებს შესაბამისი და აფილირებული საზოგადოების, ხალხის ან ტომის პირდაპირი თანხმობისა და ნებართვის გარეშე, იმ შემთხვევის გარდა, თუ თქვენ ხართ აღნიშნული ტომის წევრი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.
იურიდიული დეტალები
Ancestry-ის საზოგადოების წესები ვრცელდება Ancestry-ის სერვისების ყველა მომხმარებელზე (მათ შორის Ancestry.com, AncestryDNA, Newspapers.com, Fold3, We Remember და Ancestry-ის სხვა ვებგვერდების და მობილური აპლიკაციები) და მიზნად ისახავს თქვენი და მთელი Ancestry-ის საზოგადოების დაცვას. წინამდებარე წესებში დიდი ასოებით დაწერილ ნებისმიერ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მითითებულია Ancestry-ის წესებსა და პირობებში და კონფიდენციალობის დებულებაში.
აკრძალული ქცევის ეს სია არ არის ამომწურავი. Ancestry უკრძალავს სერვისების მომხმარებლებს, რომ ჩაერთონ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელსაც Ancestry, თავისი შეხედულებისამებრ, თვლის, რომ შეურაცხმყოფელია, ლახავს სხვათა უფლებებში ან ზიანს აყენებს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს. Ancestry არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ქმნიან და აზიარებენ საზოგადოებაში, თუმცა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ ნებისმიერი პოსტი ან კომენტარი, რომელიც არღვევს წინამდებარე წესებს ან ჩვენს წესებსა და პირობებს.
სერიოზული ან განმეორებითი დარღვევები ან სამართალდარღვევები გამოიწვევენ პასუხისმგებლობის მქონე მომხმარებლის ანგარიშის შეწყვეტას, Ancestry-ის საკუთარი შეხედულებისამებრ.