მოცემული ქუქი-ფაილების პოლიტიკა აღწერს, თუ Ancestry როგორ იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს, როგორიცაა პიქსელები და ადგილობრივი შენახვის ობიექტები (რომლებსაც ჩვენ ერთობლივად „ქუქი-ფაილებს“ ვუწოდებთ) მის სერვისებთან დასაკავშირებლად. ასომთავრულით დაწერილ ნებისმიერ გამოყენებულ ტერმინს, რომელიც სხვაგვარად არ არის განმარტებული ქვემოთ, აქვს მნიშვნელობა, რომელიც მას მიენიჭა ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაში.
რა არის ქუქი-ფაილი?
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს ბრაუზერში ან თქვენს მყარ დისკზე, რაც საშუალებას გვაძლევს, განგასხვავოთ თქვენ და ჩვენი ყველა სხვა ვიზიტორი. იმ ვებგვერდების უმეტესობა, რომლებსაც სტუმრობთ, იყენებს ქუქი-ფაილებს თქვენი ონლაინ გამოცდილების გასაუმჯობესებლად - და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ისინი ეხმარება ვებგვერდის პროვაიდერებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მომხმარებლის სისტემაში შესვლის დეტალების დამახსოვრება, ვებგვერდის პრეფერენციების შენახვა და იმის გაგება, თუ როგორ ურთიერთობს მომხმარებელი ვებგვერდთან.
Ancestry თუ იყენებს ქუქი-ფაილებს?
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად, რათა:
- დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სერვისები გამართულად ფუნქციონირებს;
- გამოვავლინოთ თაღლითობა და მოვახდინოთ მისი პრევენცია;
- გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს და როგორ ურთიერთქმედებენ მასთან;
- დავაყენოთ თქვენი პრეფერენციები;
- მოგაწოდოთ შესაბამისი რეკლამა; და
- გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ სერვისები.
ვინ აყენებს ქუქი-ფაილებს, როდესაც ვიყენებ Ancestry-ის სერვისებს?
არსებობს ქუქი-ფაილების ორი ძირითადი ტიპი, რომელთა დაყენებაც შესაძლებელია:
- პირველი მხარის ქუქი-ფაილები: ეს ქუქი-ფაილები განთავსებულია უშუალოდ Ancestry-ის მიერ, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს. პირველი მხარის ქუქი-ფაილები შეიძლება შეიცავდეს ქუქი-ფაილებს მომსახურების მომწოდებლებისგან.
- მესამე მხარის ქუქი-ფაილები: ეს ქუქი-ფაილები არ ეკუთვნის Ancestry-ს. ისინი წარმოადგენენ სხვა კომპანიების საკუთრებას, როგორებიცაა Google ან YouTube და მათი გამოყენება ხდება ვებგვერდის ანალიტიკისა და სარეკლამო მიზნებისთვის. იხილეთ დამატებითი დეტალები ქვემოთ, თუ როგორ უნდა მართოთ ეს ქუქი-ფაილები. მესამე მხარის ქუქი-ფაილები მიაწვდიან მომსახურებას Ancestry-ს ან ფუნქციას ჩვენ, თუმცა Ancestry ვერ გააკონტროლებს, თუ როგორ გამოიყენება აღნიშნული მესამე მხარის ქუქი-ფაილები.
ქუქი-ფაილების გამოყენებას ბევრი სარგებელი მოაქვს. მაგალითად, ყოველ ჯერზე, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს, ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად შეგიყვანოთ სისტემაში და დავიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია დაგტოვოთ სისტემაში ვებგვერდის თვალიერებისას და მოგაწოდოთ პირადი გამოცდილება.
რა სახის ქუქი-ფაილებს იყენებს Ancestry?
გამოყენების კატეგორიები | აღწერა |
---|---|
აუცილებელი | საჭირო ქუქი-ფაილები აუცილებელია ჩვენი სერვისების ფუნქციონირებისთვის. ეს ქუქი-ფაილები ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა თქვენი პაროლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სისტემაში თქვენი დატოვება, როდესაც ახდენთ ნავიგაციას ვებგვერდის გვერდებს შორის და ვებგვერდისთვის დახმარების გაწევა იმაში, რომ დაიმახსოვროს დეტალები, მაგალითად, რა არის თქვენს სავაჭრო კალათაში ან რა ეტაპზე იმყოფებით შეკვეთის გაკეთებისას. საჭირო ქუქი-ფაილების წაშლა ან გამორთვა შეუძლებელია. ჩვენ ვიყენებთ ამ ქუქი-ფაილებს სხვადასხვა გზით, მათ შორის:
|
ანალიტიკა | ანალიტიკის ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებლები ჩვენს სერვისებთან. ჩვენ ვიყენებთ ამ ქუქი-ფაილებს ჩვენი სერვისების გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად. ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ხვდებიან ადამიანები ჩვენს ვებგვერდზე და გვაწვდის ინფორმაციას იმ გაუმჯობესებების ან ოპტიმიზაციის შესახებ, რომლებიც უნდა განვახორციელოთ ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით. ჩვენ მათ ვიყენებთ ჩვენი ვებგვერდის მუშაობის გასაუმჯობესებლად, იმის გასაგებად, თუ რა აინტერესებთ ჩვენს მომხმარებლებს და კონტენტის ეფექტურობის გასაზომად. |
რეკლამა | სარეკლამო ქუქი-ფაილები გამოიყენება იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ თქვენი ინტერესები და გაჩვენოთ Ancestry-ის და ჩვენი მესამე მხარე სარეკლამო პარტნიორების ის რეკლამები, რომლებიც თქვენთვის უფრო რელევანტურია. სარეკლამო ქუქი-ფაილების გამოყენება მოხდება რეკლამის განმთავსებლებთან მონაცემების გასაზიარებლად (ასევე ცნობილია, როგორც ონლაინ ქცევითი რეკლამა) რაც მათ საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ თქვენს აქტივობებს ჩვენს და სხვა საიტებზე, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენი ინტერესების პროფილის და მიზნობრივი კონტენტის შესაქმნელად მესამე მხარის საიტებზე. სარეკლამო ქუქი-ფაილები ასევე გარკვეული სოციალური მედიის გვერდების გაზიარების საშუალებას გაძლევთ (მაგალითად, ჩვენს ვებსაიტზე არსებული ღილაკები „მოწონება“, „გაზიარება“) ეს ქუქი-ფაილები ზღუდავენ იმ რაოდენობას, რამდენჯერაც ხედავთ რეკლამას. ჩვენ ვთანამშრომლობთ მესამე მხარეებთან, რომლებიც ამას აკეთებენ ჩვენთვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია განვათავსოთ რეკლამები ჩვენთან დაკავშირებული ბრენდების ვებგვერდებზე. |
ფუნქციონალობა / პრეფერენცია | ეს ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ჩვენს ვებგვერდს, იმუშაოს საუკეთესოდ და დაიმახსოვროს თქვენი Პრეფერენციები, როდესაც შექმნილი გაქვთ ანგარიში ჩვენთან (როგორიცაა თქვენი მომხმარებლის სახელი, ენა ან რეგიონი, სადაც იმყოფებით). ისინი ასევე გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი ვებგვერდი, რათა შევძლოთ მისი ფუნქცონირების გაზომვა და გაუმჯობესება. |
თვალყურის დევნების სხვა რომელი ტექნოლოგიები გამოიყენება?
კატეგორიები | აღწერა |
---|---|
პიქსელები | პიქსელი (ანუ ვებ-შუქურები, მოქმედების თეგები) არის მცირე ზომის გამოსახულება, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ ვებგვერდებსა და ელ. ფოსტებში, რომელიც მოითხოვს გამოძახებას (რომელიც იძლევა ინფორმაციას მოწყობილობისა და ვიზიტის შესახებ) ჩვენს სერვერებზე, რათა პიქსელი გამოისახოს აღნიშნულ ვებგვერდებსა და ელ. ფოსტებში. ჩვენ ვიყენებთ პიქსელებს, რათა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ელ. ფოსტის კონტენტთან ან ვებ კონტენტთან თქვენი ურთიერთქმედებების შესახებ, მაგალითად, გახსენით თუ არა ელ. ფოსტა ან გქონდათ თუ არა შეხება რეკლამებთან. პიქსელებს ასევე შეუძლიათ საშუალება მოგვცენ ჩვენ და მესამე მხარეებს, განვათავსოთ ქუქი-ფაილები თქვენს ბრაუზერში. |
ადგილობრივი მეხსიერება | ადგილობრივი მეხსიერება საშუალებას აძლევს ვებგვერდს ან აპლიკაციას, შეინახოს ინფორმაცია ადგილობრივად, თქვენს მოწყობილობაზე (მოწყობილობებზე). ადგილობრივი მეხსიერება შეიძლება გამოყენებულ იქნას Ancestry-ის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, მაგალითად, ფუნქციების ჩართვით, თქვენი პრეფერენციების დამახსოვრებით და ვებგვერდის ფუნქციონირების აჩქარებით. |
SDK-ები | პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები, ანუ SDK, არის ჩამოტვირთვადი პროგრამული პაკეტი, რომელიც გამოიყენება მობილურ აპლიკაციებში. ტიპური SDK შეიძლება შეიცავდეს API-ებს, ანუ კოდის წინასწარ განსაზღვრულ ნაწილებს, რომლებიც გეხმარებათ შეასრულოთ პროგრამირების ძირითადი ამოცანები პლატფორმაზე ან სხვა ხელსაწყოებზე, რომლებიც გვეხმარება ისეთი მოქმედებების შესრულებაში, როგორიცაა ჩვენი მობილური აპლიკაციების გამართვა, შექმნა, გაშვება და ტესტირება. |
რა სახის ქუქი-ფაილებს იყენებს Ancestry?
Ancestry-ის ქუქი-ფაილების ცხრილში ჩამოთვლილია პირველი და მესამე მხარის ქუქი-ფაილები ჩვენს ვებსაიტებზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქუქი-ფაილების, პიქსელების და სხვა ტექნოლოგიების სახელები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში და ჩვენ განვაახლებთ ჩვენს რესურსებს, როდესაც ეს მოხდება.
როგორ ვმართო ჩემი ქუქი-ფაილები?
- თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Ancestry-ის ქუქი-ფაილების პარამეტრების სამართავად ნებისმიერ დროს. თქვენი მდებარეობიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და მართოთ თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრები Know Your Pet DNA, Newspapers.com და Ancestory-ის სხვა მსგავსი სერვისებისთვის, ამისთვის შესაბამისი სერვისის ვებგვერდის ბოლოში გადადით „არ გაყიდო ან გააზიარო” ან GDPR ბმულზე.
- აგრეთვე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ დაბლოკოს ქუქი-ფაილები. შეამოწმეთ თქვენი ბრაუზერი ინსტრუქციებისთვის, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს ან მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს თქვენი ვარიანტების გასაგებად. თუ თქვენ აირჩევთ ქუქი-ფაილების გამორთვას, ჩვენი ვებგვერდის და სერვისების ზოგიერთმა ფუნქციამ შეიძლება არ იმუშაოს ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი. ქუქი-ფაილი. თითოეული ბრაუზერი განსხვავებულად მუშაობს, მაგრამ აქ მოცემულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ქუქი-ფაილები ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი ბრაუზერის გამოყენებით:
- თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრების სამართავად.
- აგრეთვე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ დაბლოკოს ქუქი-ფაილები. შეამოწმეთ თქვენი ბრაუზერი ინსტრუქციებისთვის, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს ან მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს თქვენი ვარიანტების გასაგებად. თუ თქვენ აირჩევთ ქუქი-ფაილების გამორთვას, ჩვენი ვებგვერდის და სერვისების ზოგიერთმა ფუნქციამ შეიძლება არ იმუშაოს ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი. ქუქი-ფაილი. თითოეული ბრაუზერი განსხვავებულად მუშაობს, მაგრამ აქ მოცემულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ქუქი-ფაილები ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი ბრაუზერის გამოყენებით:
- Internet Explorer – https://support.microsoft.com/en-us/help/17442/windows-internet-explorer-delete-manage-cookies
- Safari – https://support.apple.com/en-gb/guide/safari/sfri11471/mac
- Mozilla Firefox – https://support.mozilla.org/en-US/kb/disable-third-party-cookies
- Opera – https://help.opera.com/en/latest/web-preferences#cookies
- Google Chrome – https://support.google.com/chrome/answer/95647?hl=en
- Brave – https://support.brave.com/hc/en-us/articles/360022806212-How-do-I-use-Shields-while-browsing-
- Microsoft Edge – https://support.microsoft.com/en-ie/help/4468242/microsoft-edge-browsing-data-and-privacy
- მესამე მხარეზე უარის თქმის პარამეტრები ხელმისაწვდომია ჩვენს ქუქი-ფაილების ცხრილში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ თქვენ შეცვლით თქვენი ბრაუზერის პარამეტრებს ყველა ქუქი-ფაილის დასაბლოკად, ან თუ გამორთავთ გარკვეულ ქუქი-ფაილებს, შესაძლოა ვერ მიიღოთ წვდომა ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ ან ყველა ნაწილზე და ვებგვერდმა შეიძლება ვერ იმუშაოს ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი.
გარდა ამისა, თუ თქვენ წაშლით, დაბლოკავთ ან სხვაგვარად შეზღუდავთ ქუქი-ფაილებს, ან გამოიყენებთ სხვა მოწყობილობას ან ინტერნეტ ბრაუზერს, მოგიწევთ კვლავ განაახლოთ თქვენი პრეფერენციები.
ზოგადად, შეგიძლიათ იხიღოთ დამატებითი ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ და მიიღოთ რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქუქი-ფაილებია დაყენებული და როგორ შეგიძლიათ მათი მართვა და წაშლა, შემდეგ ბმულზე http://www.allaboutCookies.org.
ინფორმაციის გამჟღავნება თვალყურის დევნების აკრძალვასთან დაკავშირებით
Ancestry აღნიშნავს, რომ მიუხედავად ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში თქვენი კონფიდენციალურობის პრეფერენციების დასაცავად ყველა ღონისძიების განხორციელებისა და ინდუსტრიაში დამკვიდრებული უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დანერგვისა, როგორც ზემოთაა აღწერილი, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვპასუხობთ თქვენი ბრაუზერიდან წამოსულ „თვალყურის დევნების აკრძალვის” სიგნალებს, ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტის არარსებობის გამო.
სხვა სასარგებლო რესურსები
რეკლამის განმთავსებლების მიერ ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გირჩევთ, იხილოთ შემდეგი:
- https://thenai.org/about-online-advertising/
- https://youradchoices.com/control
- ინტერაქტიული ციფრული რეკლამის ევროპული ალიანსი (EU)
- ინტერნეტ სარეკლამო ბიურო (აშშ)
- ინტერნეტ სარეკლამო ბიურო (ევროკავშირი)
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა Ancestry-ის ქუქი-ფაილების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ იმეილი შემდეგ მისამართზე [email protected].
ბოლო გადასინჯვის თარიღი: 2024 წლის 23 აპრილი